logo_geo
eng_logo
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა
- +

5 სექტემბერი. 2017. 11:25


 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს", - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.


„გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები 2016-2017 წლებში, ყალბი მინდობილობების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ქალაქ თბილისში, გერმანიის და ყაზახეთის ორი მოქალაქის კუთვნილ ჯამში 11 444 კვ.მ  ფართობის მიწის ნაკვეთებს, რომლის საბაზრო ღირებულება  4 მლნ ლარს აღემატება.

 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  6-დან  9 წლამდე ვადით", - ნათქვამია განცხადებაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner