კოხტას მთაზე ამ დრომდე ნისლია და ძლიერი დაკვამლიანება, რის გამოც ვერტმფრენები ცეცხლის კერებთან ვერ მიდიან.
ქრობის პროცესში მხოლოდ ცოცხალი ძალაა ჩართული და მათ მობილური ავზების მეშვეობით წყლით ამარაგებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თავმჯდომარის, ნიკოლოზ სირაძის ინფორმაციით, ართანაში რამდენიმე კერა ისევ ძლიერია, თუმცა ვითარების გაუმჯობესებას დღის ბოლოს ელოდებიან.
ხანძრის ქრობის პროცესში მხოლოდ ერთი - სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენია ჩართული, რომელიც თუშეთის მიმართულებით მუშაობს.
მაშველები კახეთში გაჩენილ ხანძარს სამ ლოკაციაზე ებრძვიან.