logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ეს არ ყოფილა სპონტანური გადაწყვეტილება, ძალიან ბევრს ვფიქრობდი
- +

5 სექტემბერი. 2017. 12:14



„დღეს ჩემი მთავარი ამოცანაა, რეალურად შევცვალო არსებული ვითარება ქალაქში", - ამ თემაზე „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საუბრობს. როგორც კალაძე აღნიშნავს, თავის გუნდთან ერთად შეძლებს, გაუმკლავდეს ქალაქში არსებულ რთულ მდგომარეობას.

 

„გულწრფელად ვამბობ, დღეს ჩემი მთავარი ამოცანაა, რეალურად შევცვალო არსებული ვითარება ქალაქში. ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა... მჯერა, რომ ჩემს გუნდთან ერთად შევძლებ ამ პრობლემების მნიშვნელოვანწილად აღმოფხვრას. მიმაჩნია, რომ წარმატების მისაღწევად რწმენა, გააზრებული მიზანი, თუ საით მიდიხარ, და შრომა უმნიშვნელოვანესია.

 

ამასწინათ ერთ  ამბავს მოვყევი და ახლაც გავიმეორებ - როდესაც ფეხბურთის თამაში დავიწყე, მაშინ მითხრეს, შენგან არაფერი გამოვაო და გამომიშვეს როგორც უნიჭო ფეხბურთელი. ეს პატარა ბიჭისთვის დიდი სტრესი იყო, მაგრამ იმავდროულად ამან უფრო გამაძლიერა, არ გავჩერდი და მივაღწიე იმას, რასაც მივაღწიე. ეს რთული გზა იყო, უამრავი ბარიერის გადალახვა მომიხდა, გადავიტანე პირადი ტრაგედია, რაც მე და ჩემს ოჯახს შეგვემთხვა. აქაც ამ ტკივილზე მაღლა დავდექი. ჩემი ძმის ამბის შემდეგ ვიცოდი, მე თუ წავიქცეოდი, ჩემი ოჯახი, ჩემი მშობლები დაიღუპებოდნენ. ეს კარგად მქონდა გაცნობიერებული და გავუმკლავდი ძალიან დიდ ტკივილს.

 

ჩემი პოლიტიკაში შემოსვლა იმ ვითარებამ განაპირობა, რაც იმჟამად ქვეყანაში იყო, თუმცა, ეს არ ყოფილა სპონტანური გადაწყვეტილება, ძალიან ბევრს ვფიქრობდი", - აღნიშნავს კახა კალაძე. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner