„გლობალური კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელის, ნანა დევდარიანის განცხადებით პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გამავარცელებელთა დაკავება ძალიან რთული პროცესი იქნება.
ამის შესახებ დევდარინმა გადაცემა „პრიორიტეტში" განაცხადა.
„ვერავითარ IP მისამართს ვერ მიაგნებთ, იმიტომ, რომ ისინი სულელები არ არიან.
2008 წელს, როდესაც საქართველოში ომის შემდგომ დაიბლოკა ინტერნეტი, იმის გამო, რომ ძალიან ცუდი სიუჟეტები გადიოდა სააკაშვილზე, ჰალსტუხის ღეჭვის კადრები, ერთი დღე დასჭირდათ სპეციალისტებს, რომ სხვადასხვა ქვეყნების შემოვლით მაინც მიეღოთ წვდომა ტელეარხებზე და ინტერნეტ გამოცემებზე.
იმის გაგება თუ საიდან აიტვირთა, არ მოგვცემს არაფერს. შესაძლოა ეს ატვირთა დაქირავებულმა პირმა. ჩვენ ვიცით ამ ბოროტების სათავე და დავიწყოთ სათავედან!"- განაცხადა დევდარიანმა.