logo_geo
eng_logo
ჯარჯი წიკლაური: დადასტურდა, რომ ციანიდი გიორგი მამალაძეს ადამიანის მოსაკლავად უნდოდა
- +

5 სექტემბერი. 2017. 13:10



პროკურორის ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, მოსამართლემ დეკანოზის ბრალი მოტივის გამო გადააკვალიფიცირა და დაადგინა, რომ გიორგი მამალაძეს განზრახული ჰქონდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა შურისძიების მოტივით.


მისი თქმით, სამოტივაციო ნაწილის გაცნობის შემდეგ პროკურატურა გადაწყვეტს, გასააჩივროს თუ არა განაჩენი მოტივის ნაწილში.


„მოსამართლემ ჩათვალა, რომ მკვლელობა იგეგმებოდა შურისძიების მოტივით, შესაბამისად, გადაწყვეტილება არის შემდეგი - პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა შურისძიების მოტივით. მთავარი არის, რასაც ვამტკიცებდით ამ დროის მანძილზე, რომ ციანიდი გიორგი მამალაძეს უნდოდა ადამიანის მოსაკლავად, დადასტურდა", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.


დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მკვლელობის მომზადებისთვის დეკანოზს 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით უფრო მაღალმა სასჯელმა შთანთქა უფრო დაბალი და საბოლოოდ, გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner