logo_geo
eng_logo
ჯარჯი წიკლაური: მთავარი კითხვა პასუხგაცემულია - გიორგი მამალაძე ადამიანის მკვლელობას ამზადებდა
- +

5 სექტემბერი. 2017. 13:27



ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ მთავარი კითხვა პასუხგაცემულია, კერძოდ ის, რომ გიორგი მამალაძე ადამიანის მკვლელობას ამზადებდა.


პროკურორი არ გამორიცხავს, რომ ცალკე წარმოებად გამოყოფილ საქმეზე სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

მისივე თქმით, ამ საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.


„გამოძიება გაგრძელდება და იმ საკითხებს, რომელიც გამოძიების წინაშე დგას, ვიმედოვნებთ, ყველაფერს ამომწურავი პასუხი გაეცემა. თუმცა, მთავარ კითხვას პასუხი უკვე გაეცა. კერძოდ იმას, რომ გიორგი მამალაძე ადამიანის მკვლელობას გეგმავდა", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.


დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner