logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: ირაკლი პეტრიაშვილმა გაყიდა მთელი ქონება, რაც კი პროფკავშირების ბალანსზე ირიცხებოდა
- +

5 სექტემბერი. 2017. 14:54



ხელოვანთა პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი გაერთიანებული პროფესიული კავშირების თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილს ფინანსურ დარღვევებში ადანაშაულებს. რას გულისხმობს კონკრეტულად ფინანსურ დარღვევებზე საუბრისას, ოქიტაშვილმა ამ საკითხზე „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ისაუბრა.


ამ ადამიანმა გაყიდა მთელი ქონება, რაც კი პროფკავშირების ბალანსზე ირიცხებოდა. რაც დარჩა, საკუთარ ბიზნესად აქცია ყველაფერი. ამის მიუხედავად, ერთ დოკუმენტს ვერ გამოიტან პროფკავშირებიდან, იმდენად დახურული სისტემაა. მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს, გამოიძიონ ეს საკითხი და გაარკვიონ, სად წაიღო უზარმაზარი თანხები მთელი ამ წლების განმავლობაში. როგორც მოგეხსენებათ, პროფკავშირების ფინანსური წყარო გახლავთ საწევროები და გრანტები. ეს ადამიანი ყველაფერ ამას საკუთარ ჯიბეში მიაქანებს. ოფიციალურად გრანტიჭამია ჩინოვნიკად იქცა. მან კარგად იცის, რომ ამ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს და გაყალბებისთვის ემზადება, მაგრამ მინდა დავარწმუნო, რომ ეს ნომერი აღარ გაუვა. გამოჩნდა უამრავი ადამიანი, რომელიც უკვე ხმამაღლა საუბრობს მის საგმირო საქმეებზე. მალე ერთ-ერთი მოწმე გააკეთებს სკანდალურ განცხადებას, როგორ ჩაუდეს პეტრიაშვილის ზონდერებმა ნარკოტიკი და დაათმობინეს დარგი. ასეთი შანტაჟით ამ ადამიანმა უზარმაზარი ქონება დააგროვა. არაერთ ბიზნესში ფლობს წილებს, მათ შორის გაყინული პროდუქტების ბიზნესში, დელისთან მიმდინარე მშენებლობაში და ..", - განაცხადა ოქიტაშვილმა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner