დღეს, 13 აპრილს ცნობილი ქართველი მსახიობისა და პოეტის ნიკო გომელაურის გარდაცვალებიდან 6 წელი გავიდა.
ნიკო გომელაური 1970 წლის 12 ივლისს დაიბადა.
1992 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, მუშაობდა გრიბოედოვის თეატრსა და თავისუფალ თეატრში. იყო კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი.
2009 წელს მას აღმოუჩინეს ფილტვის კიბო, რის შედეგადაც გარდაიცვალა 2010 წლის 13 აპრილს.
ცნობილი ქართველი პოეტი დ მსახიობი 2010 წელს 13 აპრილს გარდაიცვალა.
წავედი... ალბათ მომბეზრდა ბრძოლა,
მომბეზრდა ბრძოლა წისქვილთან ქარის,
ჯდომა კი არა, ნემსებზე წოლა,
აღიარება მომბეზრდა ბრალის.
წავედი... ალბათ არ ღირდა წასვლა,
არც მოსვლა ღირდა, მაგრამ ხომ მოხდა,
არც გრძნობაზე ღირს ხაზის გადასმა,
არც თუ გახაზავ იმაზე ოხვრა.