ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის კერები გაძლიერდა და დაკვამლიანებამაც მოიმატა.
რამდენიმე წუთში საქართველოს კუთვნილი ვერტმფრენი ხანძრის ლოკალიზების პროცესში ჩაერთვება. რამდენიმე საათში კი უკვე თურქეთიდან დამატებით ერთი ვერტმფრენი ჩამოფრინდება.
სტიქიის ზონაში 500-მდე მაშველი-მეხანძრე, პოლიციისა და სატყეო სამსახურის თანამშრომლები, ასევე მოხალისეთა ჯგუფები იმყოფებიან.