logo_geo
eng_logo
ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო
- +

5 სექტემბერი. 2017. 16:18



ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთაზე გაჩენილ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.


აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძის განცხადებით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ასევე დამატებით ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური სამმართველოს 250-მდე წარმომადგენელი.


პატარაძის ინფორმაციით, დღის განმავლობაში ტრაბზონიდან მეორე ვერტმფრენი ჩამოფრინდება. რეგიონის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ დღის ბოლოს დადებითი შედეგი იქნება.


„უშუალოდ ხანძართან რამდენიმე ასეული ადამიანი მუშაობს. ბოლო მონაცემებით, შსს სპეციალური სამმართველოს წარმომადგენლები, დაახლოებით 200-250 ადამიანი ამოვიდა. ამოტანილია სპეციალური რეზერვუარები, რომელიც ადგილზე ხელს უწყობს მუშაობას. ყოველწუთიერად მანქანები ლოკაციის ადგილს უახლოვდებიან. თქვენ იცით, რომ გზა ორ ადგილზე იჭრება. ჰაერში ვერტმფრენიც გამოჩნდა. ვერტმფრენმა მუშაობა დაიწყო. ორ ლოკაციაზე ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია იმისათვის, რომ ვერტმფრენმა წყლის აღება შეძლოს. უახლოეს პერიოდში ტრაბზონიდან მეორე ვერტმფრენს ველოდებით. ორი ვერტმფრენი ერთდროულად იმუშავებს დღეს დაბნელებამდე. მთელი რესურსი მობილიზებულია. ვფიქრობ, რომ დღის ბოლოს საგრძნობი შედეგი გვექნება",- განაცხადა ზურაბ პატარაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner