logo_geo
eng_logo
გურიის გუბერნატორმა ყოფილი „სამხედრო ქალაქის“ ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი კორპუსის მცხოვრებლები მოინახულა
- +

5 სექტემბერი. 2017. 16:22



გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში იმყოფებოდა და ყოფილი „სამხედრო ქალაქის" ტერიტორიაზე არსებული კორპუსის მცხოვრებლები მოინახულა.


მერაბ ჭანუყვაძე სოციალურ საცხოვრისში არსებულ ვითარებას გაეცნო და მათი საჭიროებები და პრიორიტეტული საკითხები უშუალოდ მოქალაქეებისგან მოისმინა. ადგილობრივებმა შეხვედრაზე ყურადღება გაზიფიცირების სამუშაოებზე გაამახვილეს. გუბერნატორი კი მათ შეძლებისდაგვარად დახმარება დაჰპირდა.


მოქალაქეებმა გუბერნატორს მათი პრობლემებით დაინტერესებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. მერაბ ჭანუყვაძის განმარტებით, სოფელ მერიაში საცხოვრებელი ფართით 90 უსახლკარო ოჯახის დაკმაყოფილება მოხდა. მოგვარდა სასმელი წყლით მომარაგების პრობლემაც.


ხუთსართულიანი კორპუსის რეაბილიტაციაზე 742 878 ლარი დაიხარჯა.


 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner