logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: ბორჯომის ხეობაში დღეს ღია ცეცხლი ნამდვილად გაჩნდა, თუმცა, ამ ეტაპზე ლოკალიზებულია
- +

5 სექტემბერი. 2017. 16:35



შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა კახეთში, საგანგებო შტაბში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ბორჯომის ხეობაში ცეცხლი ნახანძრალ ტერიტორიაზე იყო, თუმცა სახანძრო სამსახურმა ოპერატიულად იმუშავა.


„ბორჯომი-წაღვერის მიმართულებით მეშვიდე კილომეტრზე ნამდვილად გაჩნდა ხანძარი. ეს არის ნახანძრალი ტერიტორია და დღეს იქ ღია ცეცხლი შეინიშნებოდა. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე ლოკალიზება გვაქვს. სახანძრო სამსახურმა ოპერატიულად იმუშავა", - განაცხადა მღებრიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner