საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა ე.წ. ციანიდის საქმის განაჩენის კომენტირებისას განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, მოგვწონს ის თუ არა, არის მოცემულობა, რომელსაც ყველა უნდა შევეგუოთ.
„დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა პროცესი. ამ პროცესთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იყო. აქედან გამომდინარე, ამ საქმესთან დაკავშირებით საქმის კურსში იყო საეკლესიო წრეები, ასევე ყველა დაინტერესებული ადამიანი. დღეს პროკურატურამ სასამართლოსგან მიიღო დადასტურება თავისი ბრალდების. არსებობს კანონმდებლობა და ამ კანონმდებლობის მიხედვით ბრალდებულის ოჯახის წევრებს ან ადვოკატებს შეუძლიათ, გაასაჩივრონ გადაწყვეტილება, რომელიც გამოიტანა სასამართლომ",- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.