logo_geo
eng_logo
სერ სუმა ჩაკრაბარტი: შარშან რეკორდული ოდენობის ინვესტიცია განვახორციელეთ, წელს ამ რეკორდის მოხსნას ვგეგმავთ
- +

5 სექტემბერი. 2017. 17:12



საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის თანამშრომლობა მტკიცეა. ჩვენ საქართველოში მნიშვნელოვან ინვესტიციას ვახორციელებთ. შარშან ინვესტიციების მოცულობა რეკორდული იყო და მან 250 მილიონი ევრო შეადგინა, წელს ჩვენ ამ რეკორდის მოხსნას ვგეგმავთ. ჩვენი ვარაუდით, ინვესტიციების მოცულობა 350 მილიონი ან მეტი იქნება", - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ ფინანსთა სამინისტროში შეხვედრის შემდეგ, რომლის დროსაც მან პირველ ვიცე-პრემიერ, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან და ენერგეტიკის მინისტრ ილია ელოშვილთან საქართველოში ბანკის საქმიანობა და მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილა.  


EBRD-ის პრეზიდენტმა რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის, აქცენტები გაკეთდა ენერგეტიკასა და ჰიდროენერგეტიკის პროექტებზე, აგრეთვე მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებაზე, მათ შორის, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებზე თბილისსა და ბათუმში, რომლებიც ხელს შეუწყობენ მუნიციპალური სერვისების განვითარებას.


სერ სუმა ჩაკრაბარტის განცხადებით, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია კერძო სექტორის განვითარება. მისი თქმით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (DCFTA) ხელს შეუწყობს  საქართველოს კერძო სექტორის დაახლოებას ევროპულ სტანდარტებთან.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner