შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, არცერთ დასახლებულ პუნქტზე ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
„თუშეთში ნაწილობრივი ლოკალიზაცია გვაქვს. დღეს დილიდან ვერტმფრენმა იმუშავა ადგილზე და აიტანა დაახლოებით 5 ტონა წყლის მარაგი, რომლითაც უნდა მოხდეს ნიადაგის დამუშავება. ამ ეტაპზე ცოცხალი ძალა დაახლოებით 200 კაცამდე რჩება. მიმდინარეობს ნიადაგის დამუშავება. რაც შეეხება ართანას მთას, აქ 400-მდე მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი იმყოფება. აქ ფაქტობრივად გვაქვს ლოკალიზება რამდენიმე კერის. მიმდინარეობს მუშაობა და ჩართულია როგორც ავიაცია, ასევე ცოცხალი ძალა. რაც შეეხება შილდას, შილდის ტყეში ხანძარი ფაქტობრივად ლიკვიდირებულია და საშიშროება აღარ არსებობს", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.