logo_geo
eng_logo
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
- +

13 აპრილი. 2016. 10:17



შინაგან საქმეთა სამინისტროს  იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ბექა ლ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.


სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 0,2699 გრ  ბუპრენორფინის  შემცველი, ნარკოტიკული საშუალების 34 აბი და 6 შეკვრად დაფასოებული, 3,5608გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც 0,9044 გრ ჰეროინს  შეიცავს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბექა ლ. დაკავებისას ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.


ბრალდებული  ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.


გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს  260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 273-ე მუხლით).


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner