ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4926 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4502 ლარი იყო.
დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0424 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9662 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9177 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0485 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.