აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში, სადაც სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკა და სპეციალისტები არიან მობილიზებულნი.
წამლობა ეტაპობრივად ხორციელდება სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ფართობები მუშავდება თერმული ნისლითა და სატრაქტორო დანადგარების გამოყენებით.
4 სექტემბერს ქიმიური წამლობა ჩატარდა და დამუშავდა:
გურია
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი: სოფ. ღრმაღელე -180 ჰა; ჭყონაგორა - 75 ჰა; შუხუთი - 115 ჰა;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი: სოფ. ნაგომარი -15 ჰა; სოფ. შრომა - 120 ჰა.
სამეგრელო
აბაშის მუნიციპალიტეტი: სოფ. ანჯელი- 326 ჰა, სოფ. წყემი - 60 ჰა, სამიქაო - 60 ჰა.
სენაკის მუნიციპალიტეტი: სოფ. ზანა - 30 ჰა; ხორი - 60 ჰა, ნოქალაქევი - 30 ჰა.
იმერეთის რეგიონში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბში ღონისძიებების მეორე ეტაპზე შეიწამლა 4660 ჰექტარი ფართობი.