logo_geo
eng_logo
ხულოში, შავნაბადას მთასთან, ხანძრის ლოკალიზებისთვის სპეციალური გზა გაიჭრა
- +

5 სექტემბერი. 2017. 18:51


 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ხულოში, შავნაბადას მთასთან, ხანძრის ლოკალიზებისთვის სპეციალური გზა გაიჭრა.


მისი თქმით, ხანძრის ლოკალიზებისთვის ვერტმფრენი ინტენსიურად მუშაობს, უახლოეს ხანში კი ტრაბზონიდან მეორე თვითმფრინავი დაემატება. ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, კერებთან სახანძრო მანქანებით მიახლოება დროულად მოხდება.


„მუშაობა მიმდინარეობს. მინდა დაგიდასტუროთ, რომ ტყეში სამკილომეტრიანი გზა გაიჭრა. ფაქტობრივად გზა ხანძართან მიყვანილია. ეს ნიშნავს იმას, რომ უახლოეს პერიოდში უკვე შესაძლებელი იქნება, მეხანძრეები ლოკაციის ადგილებში ავტომანქანებით მივიდნენ. ამავდროულად თქვენ ნახეთ, რომ ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები პორტატული ცეცხლსაქრობებით ტყეში შევიდნენ. ხვალ დილით დამატებით 100 პორტატული მოწყობილობა გვექნება და ერთიანი ძალებით მაქსიმალურად, სადაც კერებია დარჩენილი, გაგრძელდება მუშაობა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვერტმფრენი საერთოდ არ გაჩერებულა და დღეს დაბნელებამდე იმუშავებს. რაც შეეხება მეორე ვერტმფრენს წუთი-წუთზე ველოდებით და ისიც დაუყოვნებლივ სამუშაოებში ჩაერთვება", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.


ბოლო ინფორმაციით, სტიქიის ზონაში „ურალის" ტიპის 2 ერთეული მძიმე ტექნიკა შევიდა, ერთმა - წყლის ავზები, ხოლო მეორემ ცოცხალი ძალა მიიყვანა.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner