logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია: რა უფლება გაქვთ, მშობლის ნებართვის გარეშე ქუჩაში ჩაწეროთ არასრულწლოვანი და მერე გაანადგუროთ ისინი...
- +

13 აპრილი. 2016. 10:20


 

„ეს არასრულწლოვანი ბავშვები რომ გამოაჭენეთ და დასცინით, არიქა, ცხრა აპრილი არ იციანო, სახეები რომ ჩანს და ანადგურებთ ამ ბავშვებს, ვერ ხვდებით?" - ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის მომსახურების ხარისხის განვითარების უფროსი დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნული კადრების გამავრცელებლებს მოუწოდებს, მსგავსი სახის გამოკითხვები ჯერ საკუთარ ოფისებში ჩაატარონ.

 

„იქნებ, ჯერ საკუთარ ოფისში მოგეწყოთ ასეთი გამოკითხვები და ის დაგედოთ დაუმონტაჟებლად... თქვენ არ დაამტკიცეთ ის პროგრამები, რითიც დღემდე ისწავლება სკოლებში საგნები? თან ისე რომ ამტკიცებდით, ჯერ დაუსრულებელი რომ იყო... რა უფლება გქვთ, ჯერ საერთოდ მშობლის ნებართვის გარეშე ქუჩაში ჩაწეროთ არასრულწლოვანი და მერე გაანადგუროთ, ვინ მოგცათ თქვენ ამის უფლება?!" - წერს ცაგურია. 


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner