შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს ხანძრის გაჩენის მიზეზებზე შსს-ს მიერ დაწყებულ გამოძიებაზე დასმულ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ გამოძიების შესახებ ის ინფორმაციას ღიად ვერ გასცემს.
„ჩემი თხოვნა იქნება გამოძიებაზე ნუ ვისაუბრებთ. ეს კითხვა აღარ დამისვათ ჯერჯერობით. თქვენ იცით, რომ გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურად და გამომძიებლები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რომლის შესახებაც მე თქვენ ღიად ვერ გესაუბრებით", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.