ოფიციალური თბილისი კიევიდან პასუხს ელის. საქართველოს პროკურატურამ უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მიხეილ სააკაშვილის დაკავების და ექსტრადირების თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა. საექსტრადაციო მასალებს ახლა შესაბამისი უწყებები განიხილავენ.
საქართველოში სისხლის სამართლის ოთხ საქმეში ბრალდებული ექს-პრეზიდენტი ამ დროისთვის პოლონეთში იმყოფება და კიევში ჩასვლას 10 სექტემბერს აანონსებს.