logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: სააკაშვილს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება!
- +

5 სექტემბერი. 2017. 20:27



ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინიდან ექსტრადირებისა და საქართველოში წაყენებული ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

მიხეილ სააკაშვილი ბრალი სისხლის სამართლის 3 საქმეზე აქვს წაყენებული სსკ 182-ე - სხვისი ქონების მითვისება, დაუფლება და გაფლანგვა; სსკ 333-ე და 332-ეს მეორე ნაწილი, მაღალი თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება.

 

აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილს 2014 წელს შეეფარდა.

 

ბრალის ფორმულირების მიხედვით, საქმე ეხება 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. წაყენებული ბრალი 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერს ჯღარკავა.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner