logo_geo
eng_logo
ნინო სურგულაძე: მაძლიერებს და მავსებს თქვენი სითბო და სიყვარული!
- +

13 აპრილი. 2016. 10:21



ქართველი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე საზოგადოებას მადლობას უხდის.


ჩემო საყვარელო მეგობრებო! გულწრფელად მინდა მადლობა გადაგიხადოთ სითბოსთვის, სიყვარულისთვის, მხარდაჭერისთვის, ამ წუთამდე უამრავ მოსალოც შეტყობინებებს ვიღებ... მაძლიერებს და მავსებს თქვენი სითბო და სიყვარული, რაც ჩემთვის სტიმულია, მეტად მედგრად გავაგრძელო ჩემი შემოქმედებითი გზა... მიყვარხართ, თქვენი ნინო სურგულაძე", - აღნიშნულია მეცო-სოპრანოს მადლობის წერილში.


ქართველი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე იტალიური საოპერო გამომცემლობის მიერ დაარსებული „ოპერის ოსკარის" მფლობელი გახდა. ნინო სურგულაძემ კონკურსში სახელწოდებით „GB ოსკარ ოპერისა და ბალეტის სრულყოფილება" ნომინაციაში - საუკეთესო მეცო-სოპრანო გაიმარჯვა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner