ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში „ერთანი ნაცონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრთან გიორგი ბარამიძესთან დაკავშირებით შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ამაზე დიდი უტიფარი კაცი გეგულებათ სადმე?! აფრასიძეები ისე ამოხოცე თვალი არ დაგიხამხამებია, იქვე კუბდარი მოითხოვე და სვანებს საფლავებიც წაუბილწე, კალაძეზე ენას როგორ ატრიალებ საერთოდ! ბორჯომი იწვოდა და შენ ქალთან ერთად ცხენზე ჯირითობდი იმ დროს! მართლა ნამუსი თუ გაქვთ საერთოდ?! მინისტრი იყავი და ყაყაჩოს თესლი საჯაროდ ზარზეიმით ისე დაწვი, თითქოს „ჰერიონის" „პაჭკები" ყოფილიყო! ეს იყო მთელი შენი წარმატება! არ გრცხვენია მაინც ამ სიტყვების?! სინდისიც მაქვს შენგან განსხვავებით, ნამუსიც და ჩემი ხმაც კახა კალაძეს!" - წერს ჯღარკავა.
„ერთანი ნაცონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი ბარამიძემ facebook- ის პირად გვერდზე შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა:
„როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეს სხვადასხვა მთავრობისა თუ პოლიტიკოსის მიმართ, თუ ოდნავ მაინც აზროვნებ და პატრიოტიზმი და სინდისი გაქვს ამ სიტყვების მთქმელ ადამიანს საქართველოს დედაქალაქის ბედის ჩასაბარებლად ხმა როგორ უნდა მისცე?" - წერს ბარამიძე კახა კალაძესთან დაკავშირებით.