logo_geo
eng_logo
„ადამიანები შეძლებენ 600-700 ლარის ეკონომიას“ - სამეგრელოში „რუხი მოლი“ გაიხსნა
- +

20 თებერვალი. 2016. 13:47



ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში ე.წ. დროებით გამყოფ ხაზთან დიდი სავაჭრო ცენტრი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ გახსნეს.


„რუხი მოლი" სამეგრელოსა და ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას მოემსახურება.


სავაჭრო ცენტრი სახელმწიფოს კუთვნილმა საინვესტიციო კომპანია „საპარტნიორო ფონდმა" ააშენა. სავაჭრო ცენტრის საერთო ფართობი 5 ჰექტარს შეადგენს, ფონდმა მასზე ათი ათასი კვადრატული მეტრის ფართობის შენობები ააგო.


„ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ. გამყოფ ხაზთან სავაჭრო ცენტრის აშენება. ამას აქვს სხვა დატვირთვაც. კარგად იცით, რომ გალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც აქვთ სოციალური პრობლემები, დადიან „ლილო მოლში" და იქიდან მოაქვთ საქონელი. ეს ყველაფერი ზედმეტ ხარჯებთან არის დაკავშირებული. „რუხი მოლის" აშენების შემდეგ ეს პრობლემა მოგვარდება. აქ დასაქმდება როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე ის ადამიანები, რომლებიც დროებით გამყოფ ხაზს გადმოკვეთენ. ისინი შეძლებენ 600-700 ლარის ეკონომიას, რაც, დამერწმუნებით, რომ ცოტა ნამდვილად არ არის. ეს არის მრავალფუნქციური მოლი, სადაც იფუნქციონირებს მომსახურების სააგენტოც, იქნება ასევე საბანკო და ავტომომსახურება, ასევე ახალგაზრდული ცენტრი და ბევრი რამ",- განაცხადა  სამეგრელოს გუბერნატორმა ლევან შონიამ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner