მიმდინარე წლის აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადმა 50 170 შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 66% - ით მეტია.
ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური მონაცემებით 74% -ით არის გაზრდილი აეროპორტიდან განხორციელებული რეისების რაოდენობაც. 2017 წლის აგვისტოს მონაცემები 211 რეისს ითვლის.