logo_geo
eng_logo
„პატრიარქის წინააღმდეგ გადაცემების მომზადებას გვავალებდნენ“ - ირმა ინაშვილის სკანდალური ბრალდება გიგა ბოკერიას
- +

6 სექტემბერი. 2017. 02:34

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა, რომ წლების წინ გიგა ბოკერიამ ის და სხვა ჟურნალისტები დაიბარა და პატრიარქის წინააღმდეგ გადაცემების მომზადება მოსთხოვა.

 

„მე ვიყავი პირველ არხზე ჟურნალისტი, რომელიც დაიბარეს თათბირზე და პირდაპირ ჟურნალისტებს გვავალებდნენ პატრიარქის წინააღმდეგ გადაცემები მოგვემზადებინა. წამყვანი გამოცემების წამყვანი ხელმძღვანელები ვიყავით. ჩვენ არ შევასრულეთ ეს დავალება და გავასაჯაროვეთ, მაგრამ ეკლესიის დისკრედიტაციის პროცესს ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩაეყარა და ციანიდის საქმეც ამის კომპონენტია. როდესაც ბოროტების მარცვალს აგდებ, ის რომ გაღვივდეს დრო სჭირდება და ნაციონალურმა მოძრაობა იმდენი  ბოროტების მარცვალი ჩააგდეს, რომ ამის შედეგს ვიმკით დღესაც", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.















 

right_banner right_banner
არქივი
right_banner