logo_geo
eng_logo
ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო შტაბმა მუშაობა დილის 6 საათიდან განაახლა
- +

6 სექტემბერი. 2017. 10:47


ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო შტაბმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, მუშაობა დილის 6 საათიდან განაახლა.


სტიქიის ზონაში დილიდან ჩაერთო დამატებით 100-მდე მაშველი.


გარდა ამისა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 350 თანამშრომელი უკვე ცეცხლის კერებთან შევიდა.


აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, ხანძრის სალიკვიდაციოდ დამატებითი გზის გაყვანა მიმდინარეობს, დღეს სტიქიის ზონაში მეორე ვერტმფრენიც იმუშავებს.


„დღეს დილით, 6 საათიდან სამუშაოები განახლდა. თქვენ ხედავთ, რომ ცოცხალი ძალაა მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფის 850 თანამშრომელი არის აქ. ღამის განმავლობაში დამატებითი ინვენტარი ამოვიტანეთ, საუბარია პორტატული ცეცხლის ჩამქრობ აპარატებზე, ავზებზე და ე.წ. პომპებზე. თქვენ იცით, რომ გუშინ 3 კილომეტრიანი გზა გაიჭრა. დამატებითი ტექნიკაა ამოყვანილი და დამატებითი შიდა გზების დაქსელვა მიმდინარეობს. ამ წუთებში დამატებით ცოცხალი ძალა ლოკაციებისკენ მიემართება, სადაც ცეცხლია. სიტუაცია უკეთესია. გუშინ ღამით ახალი კერები არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება ავიაციას, სამუშაოებში 07:30 საათიდან ქართული ავიაცია უკვე ჩაერთო. წუთი-წუთზე თურქული ბორტი მოფრინდება და ორი ვერტმფრენი სინქრონულად დაიწყებს უშუალოდ მეოთხე ლოკაციასთან მუშაობას, სადაც რთულია ცოცხალი ძალის მისვლა", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.


დილიდან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თურქული ვერტმფრენი ჩაერთო.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner