logo_geo
eng_logo
თუშეთში ხანძარი ნაწილობრივ ლოკალიზებულია
- +

6 სექტემბერი. 2017. 11:07


საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, თელავში, ართანასთან, კოხტას მთაზე და თუშეთში, ხახაბოსთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა.


„ამ დროისთვის ვითარება მნიშვნელოვნად შეცვლილი არ არის; ისევ მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. აქტიურად მუშაობს ცოცხალი ძალა. სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა, შეივსო წყლის ავზები. ადგილზე 500-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. ჯერჯერობით სალიკვიდაციო სამუშაოებში ერთი ქართული ვეტმფრენია ჩართული. ორი ირანული ვეტმფრენი გზაშია და მოგვიანებით ისინიც ჩაერთვებიან.

 

რაც შეეხება თუშეთში, ხახაბოსთან არსებულ სიტუაციას, ნაწილობრივ უკვე ლოკალიზებულია ხანძარი. ცალკეული კერების ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. ძირითადი კერები უკვე ლოკალიზებულია. დამატებითი ძალის შეყვანის საჭიროება და ავიაციის ჩართვის აუცილებლობა არ არის. დარჩენილია ცოცხალი ძალის მიერ შესასრულებელი სამუშაოები", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner