logo_geo
eng_logo
ართანის ტყეში ხანძრის ლოკალიზების პროცესში ირანული ვერტმფრენიც ჩაერთო
- +

6 სექტემბერი. 2017. 11:59



ქართულ ავიაციასთან ერთად სოფელ ართანის ტყეში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ცოტა ხნის წინ ირანული ვერტმფრენიც ჩაერთო. ისინი ლოპოტას ტბაზე 2-ტონიან წყლის ავზს ავსებენ და ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.


ხანძარსაწინააღმდეგო პროცესში ჩართულია ცოცხალი ძალა: შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 400 თანამშრომელი, 50 სპეცრაზმელი და მეხანძრე- მაშველები, თუმცა ამის მიუხედავად, ცეცხლის კერების ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner