logo_geo
eng_logo
ანი მიროტაძე: ეს არის პოლიტიკის ბინძური ნაწილი, რომლის მიზანია, ზიანი მიადგეს ხელისუფლების იმიჯს
- +

13 აპრილი. 2016. 10:23



„არ მგონია, რომ კოალიციიდან ჩვენი  ან სხვა პარტიების გამოსვლით, ქვეყნის საგარეო კურსი შეიცვალოს", - ამის შესახებ ფრაქცია „ეროვნული ფორუმის" წევრმა ანი მიროტაძემ „რეპორტიორს" განუცხადა.


მისი თქმით,  თავის დროზე იყო ღიად გაცხადებული, რომ საქართველოს პერსპექტივა უკავშირდება დასავლურ ორიენტირს. „ვფიქრობ, ეს კურსი არცერთ შემთხვევაში არ გადაიხედება, რადგან ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანი. ხელისუფლება ვალდებულია, საკუთარი მოსახლეობის ნება აღასრულოს, მაგრამ თუ ვინმეს ამის შეცვლა მოუნდება, მაშინ მზად უნდა იყოს, მიიღოს საზოგადოების მხრიდან სათანადო პასუხი. თუმცა „ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ მაქვს. უფრო ვფიქრობ, რომ ეს არის აჩემებული, თავსმოხვეული კამპანია, პოლიტიკური არსენალის ბინძური ნაწილი, რომლის მიზანია, მიადგეს ზიანი ხელისუფლების იმიჯს", - განაცხადა მიროტაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner