logo_geo
eng_logo
აშშ-ს ძლიერი ქარიშხალი „ირმა“ უახლოვდება
- +

6 სექტემბერი. 2017. 12:48


კარიბის აუზის კუნძულებსა და აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს ქარიშხალი „ირმა" უახლოვდება. „ირმა" ატლანტიკის ოკეანეში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ძლიერ ქარიშხლად არის მიჩნეული.


ქარიშხალმა უკვე მიაღწია მეხუთე, ბოლო კატეგორიას. ქარის სიმძლავრე 300 კმ/სთ-ს აღწევს. „ირმა" ქარიშხალ „ჰარვიზე" უფრო ძლიერია, რომელიც ტეხასს 26 აგვისტოს დაატყდა თავს.


აშშ-ის პრეზიდენტმა სტიქიის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ფლორიდის შტატში, ასევე, პუერტო-რიკოსა და ვირჯინის კუნძულებზე.


ფლორიდის ხელისუფლებამ სამხედრო მოსამსახურეთა მობილიზაცია გამოაცხადა, ასევე, შტატის სამხრეთ სანაპიროდან ტურისტების ევაკუაცია დაიწყო. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner