logo_geo
eng_logo
თორნიკე გვაზავა: კოხტას მთაზე ხანძარი ლოკალიზაციისკენ მიდის
- +

6 სექტემბერი. 2017. 12:49


ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის თორნიკე გვაზავას განცხადებით, ართანაში, კოხტას მთაზე ცეცხლის ღია კერები აღარაა.


„ართანაში ცეცხლის ღია კერები აღარ გვაქვს. ცოცხალი ძალა შესულია - როგორც მაშველები, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. მობილიზებულია რეგიონის მეტყევეები და მოხალისეები. ხანძარი ლოკალიზაციისკენ მიდის და ვფიქრობთ, საღამოსკენ უკვე სრულად იქნება ლოკალიზებული. სამი ვერტმფრენი მუშაობს დილიდან - ორი ირანის და ერთი ქართული.

სალიკვიდაციო სამუშაოები შეიძლება დღესაც დაიწყოს, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია ქარზე. ქარი გვიშლის ხელს სრულად ლოკალიზებაში", - განაცხადა თორნიკე გვაზავამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner