logo_geo
eng_logo
ანი მიროტაძე: „ეროვნულ ფორუმს“ აქვს რესურსი, გახდეს ძლიერი ოპოზიციური პარტია
- +

13 აპრილი. 2016. 10:55


 

„ეროვნულ ფორუმს" აქვს გარკვეული რესურსი და ვფიქრობ, გვაქვს შანსი, გავხდეთ ძლიერი ოპოზიციური პარტია", - ამის შესახებ „რეპორტიორს" დეპუტატმა ანი მიროტაძემ განუცხადა.



„ჩვენ მალე გადავალთ საარჩევნო რეჟიმში და ვეცდებით, ჩვენი რესურსის სრული მობილიზება მოვახდინოთ. ეს ყველაფერი უნდა გამოჩნდეს პროცესში, ხოლო შედეგები ბოლოს უნდა აჩვენოს არჩევნებმა. შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არის; სამართლიანი პოლიტიკური სივრცის არსებობის შემთხვევაში, გვაქვს შანსი, ვაჩვენოთ ჩვენს ამომრჩეველს, რომ გაგვაჩნია თანმიმდევრული სტრატეგიული გეგმები ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. გაწერილი გვაქვს ეროვნული მნიშვნელობის საკითხები, რაც უკავშირდება პირველ რიგში, ქვეყნის უსაფრთხოებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას ქვეყანაში, ზოგადად, სახელმწიფოებრივ მოწყობას და რაც მთავარია, როგორია ჩვენი ხედვა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა მიროტაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner