logo_geo
eng_logo
„გიორგი ცინცაძეს ნამდვილად არ დაუმსახურებია ის ნეგატიური კომენტარები, რაც მისი მიმართულებით ისმის“
- +

6 სექტემბერი. 2017. 14:18


ვეტერანი კალათბურთელი შიო ხეცურიანი საქართველოს ნაკრების და „ქუთაისის" ძირითად გამთამაშებლის, გიორგი ცინცაძესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებს აქვეყნებს.


„ეს არის გიორგი ცინცაძის , „ბუს" ფეხი 3 სექტემბერს. მიუხედავად ტკივილისა, ტრავმის სიმძიმისა და მომავალში შესაძლო გართულებებისა „ბუ" გადის მოედანზე და რაც შეუძლია აკეთებს გუნდისთვის, ნაკრებისთვის, საქართველოსთვის! დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო გამთამაშებელს და წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრების გამარჯვებების ერთ-ერთ მთავარ შემომქმედს ნამდვილად არ დაუმსახურებია ის ქილიკი და ნეგატიური კომენტარები, რაც ეს დღეები მისი მიმართულებით არაერთხელ გაისმა. „ბუ", მადლობა!!! ვამაყობთ შენით მეც და საქართველოს ნაკრების ძალიან ბევრი გულშემატკივარი!!! წარმატებები ბიჭებს იტალიასთან! Lets Go Georgia #GNT", - წერს შიო ხეცურიანი.


საქართველომ ისრაელი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. გიორგი ცინცაძემ ტრავმა ლიტვის ნაკრებთან მიიღო. იყო ალბათობა, რომ ცინცაძე ისრაელის წინააღმდეგ სათამაშოდ ვერ გამოსულიყო, თუმცა ის გუშინ ნაკრების შემადგენლობაში იყო და მატჩში მონაწილეობა მიიღო.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner