ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთაზე, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
„ცეცხლის კერებთან შინაგან საქმეთა სამინისტროს 700-მდე თანამშრომელი გამთენიიდან მუშაობს. შსს-ს მეხანძრე-მაშველები, ხანძრის ეფექტურად ქრობის მიზნით, წყლის ჭავლთან ერთად, ალტერნატიულ ცეცხლმაქრ საშუალებებსაც იყენებენ.
ადგილზე არსებული რთული რელიეფის გამო, გაიჭრა გზები და მოხერხდა სახანძრო-სამაშველო ტექნიკის ხანძრის კერებამდე მიყვანა.
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ავიაცია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-სა და თურქეთის ვერტმფრენები მონაწილეობენ", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.