logo_geo
eng_logo
ზვიად ძიძიგური: NDI-ის კვლევებით მუდმივად კმაყოფილი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობაა“
- +

13 აპრილი. 2016. 11:02



ზვიად ძიძიგურმა გადაცემა „20/30"-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების ინიციატივა პოლიტიკური თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარეობს. როცა ოპოზიციურ პარტიებს პრემიერ-მინისტრები ეყოლებათ, მიხვდებიან, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა.



არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ ცვლილებებს რაც შეეხება, ხელისუფლება კონსულტაციების რეჟიმშია, საკითხის მიმართ კონსტრუქციული დამოკიდებულება აქვს და მუქარები, რომ ოპოზიცია აქციებსა და რევოლუციებს დაიწყებს, არასერიოზულია. რევოლუციებით კოდექსების შეცვლის დრო კარგა ხანია წასულია და ამას არც მომავალში ველოდებით. ხელისუფლების გადაწყვეტილების შესახებ, საბოლოო სიტყვას პრემიერ-მინისტრი იტყვის", - განაცხადა ძიძიგურმა.



პარლამენტის ვიცე-სპიკერი საარჩევნო სიების საკითხსაც შეეხო.  მისი თქმით, საარჩევნო სია სურათიანი გახდა,  რაც იმას ნიშნავს, რომ ძველებურად, ერთი კაცი 20 უბანზე ხმას აღარ მისცემს.


 

საარჩევნო სია გაცილებით სანდო გახდა და  კვლევების მიხედვით, მის მიმართ ნდობა 93%-ია, კარუსელების თემა კი, თავიდან ბოლომდე დაიხურა", - განაცხადა ძიძიგურმა.



მისივე თქმით, NDI-ის კვლევებით მუდმივად კმაყოფილი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობაა, ყველა დანარჩენი პოლიტიკური სუბიექტი კი, უკმაყოფილოა.



ეს იმაზე მიანიშნებს, რომ NDI-ის მიერ დაქირავებული ორგანიზაციები ნაციონალური მოძრაობასთან" გარკვეულ კავშირშია. როცა კვლევის შედეგები არჩევნების შედეგებს დაემთხვევა, მაშინ დავიჯერებ, რომ ეს კვლევები კვალიფიციური და ობიექტურია. დასაშვები ცდომილებები გასაგებია, მაგრამ 20-30 %-იანი ცდომილებები დაუშვებელია. რატომღაც, NDI- 10 წლის განმავლობაში არაფრით არ შეცვალა ის ორგანიზაციები, რომლებსაც კვლევისთვის ქირაობს და, რომელთა მიმართ ნდობა ნაკლებია.

კონსერვატორები" 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ ყველა რეფორმაში ვმონაწილეობდით, რაც ჩვენთვის დიდი პატივია. პარტიული სტრუქტურების განვითარებაზე აქტიურად ვიმუშავეთ, გამოცდილი პოლიტიკოსები გვყავს და არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლის არ გვეშინია, მაგრამ მონაწილეობას რა ფორმით მივიღებთ, ამას პარტიის ეროვნულ კომიტეტში გადავწყვეტთ", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner