„BBC"-ის ცნობით, ქარიშხალმა „ირმამ" კარიბის კუნძულებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, კუნძულ სენ-მარტენზე (საფრანგეთის სამფლობელო) ოთხი „ყველაზე მყარი" შენობა განადგურებულია, ასევე დატბორილია კუნძულის მნიშვნელოვანი ნაწილი.
ჯერჯერობით დაშავებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ქარიშხალ „ირმას" გამო, დაახლოებით 5 ათასამდე სამხედრო მოსამსახურისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციას განახორციელებენ ფლორიდის სამხრეთით საზღვაო ავიაციის ბაზიდან.