logo_geo
eng_logo
ქარიშხალმა „ირმამ“ კარიბის კუნძულებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა
- +

6 სექტემბერი. 2017. 17:23



„BBC"-ის ცნობით, ქარიშხალმა „ირმამ" კარიბის კუნძულებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.


საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, კუნძულ სენ-მარტენზე (საფრანგეთის სამფლობელო) ოთხი „ყველაზე მყარი" შენობა განადგურებულია, ასევე დატბორილია კუნძულის მნიშვნელოვანი ნაწილი.


ჯერჯერობით დაშავებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.


ქარიშხალ „ირმას" გამო, დაახლოებით 5 ათასამდე სამხედრო მოსამსახურისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციას განახორციელებენ ფლორიდის სამხრეთით საზღვაო ავიაციის ბაზიდან.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner