logo_geo
eng_logo
მერაბ ჭანუყვაძე: მზად ვარ კოორდინირებული მუშაობისთვის
- +

6 სექტემბერი. 2017. 17:24



„მე მოვედი თქვენთან იმისთვის, რომ ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ლანჩხუთის განვითარებისთვის არის საჭირო, მოვისმინო და გვერდში დაგიდგეთ", - მიმართა მერაბ ჭანუყვაძემ ლანჩხუთში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს.


დღეს გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, საკრებულოს წევრებს და გამგეობის თანამშრომლებს შეხვდა.


შეხვედრა,  რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა,  კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზებზე  იმსჯელეს.


„ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი გახლდათ, ის რომ სამხარეო ადმინისტრაციასა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, სამომავლოდ გვქონდეს მჭიდრო ურთიერთობა, რომელიც დარწმუნებული ვარ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული. მზად ვარ კოორდინირებული მუშაობისთვის", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გუბერნატორმა.


 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner