NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58%-მა არ იცის, ვინ არის მისი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში.
კითხვაზე სწორი პასუხი გასცა გამოკითხულთა 31%-მა, არასწორი პასუხი გასცა - 11%-მა.
საქართველოს მასშტაბით კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900 პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე მიიღო. საზოგადოების განწყობის 2016 წლის მარტის კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-მა ჩაატარა.