logo_geo
eng_logo
ნიკი ჰეილიმ შესაძლოა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე რექს ტილერსონი ჩაანაცვლოს
- +

6 სექტემბერი. 2017. 17:30



გამოცემა „Foreign Policy"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ შესაძლოა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პოსტზე რექს ტილერსონი ჩაანაცვლოს.

 

„გასულ კვირას გავრცელდა ხმები, რომ რექს ტილერსონი თანამდებობას დატოვებს, მის ადგილს კი, ნიკი ჰეილი დაიკავებს", - განუცხადა გამოცემას წყარომ.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა და მოქმედმა ჩინოვნიკებმა გამოცემას ასევე განუცხადეს, რომ ამგვარი ხმების გავრცელების მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ რექს ტილერსონი იშვიათად ჩნდება საჯაროდ და მის მხრიდან შემცირდა განცხადებების გაკეთება ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის ჩრდილოეთ კორეა.

 

„საოცრად შესამჩნევია ის ფაქტი, რომ სახელმწიფო მდივანი საჯაროდ არაფერს საუბრობს საგარეო პოლიტიკაში განვითარებულ ბოლო მოვლენებზე", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა ფუნქციონერმა მაიკლ ფუქსმა.

 

თავის მხრივ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის მტკიცებით, რექს ტილერსონი აქტიურად მუშაობს. კერძოდ, კორეის ნახევარკუნძულზე სიტუაციის დაძაბვის შემდეგ მან სატელეფონო საუბრები გამართა იაპონელ, სამხრეთკორეელ და რუს კოლეგებთან.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner