შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დამატებით 100 მეხანძრე-მაშველი ჩაერთო და მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
„ხულოს მიმართულებაზე გუშინ კიდევ დაემატა დაახლოებით 100 მეხანძრე-მაშველი. ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, რათა ცეცხლის ლოკალიზება მოხდეს. საგანგაშო არაფერია. მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება ცეცხლის გავრცელების კუთხით. ზოგადად, ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს ასევე იმ მიდამოებში, სადაც ხანძრის კერებია", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.