შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ფშავში, ალპურ ზონაში ცეცხლი მცირე ფართობზე ბალახს გაუჩნდა.
„ფშავში ამ ეტაპზე საგანგაშო არაფერია. ძალიან პატარა ფართობზე ბალახი იწვის. ცოცხალი ძალისთვის ადვილად მისადგომია და მე ვფიქრობ, ამ მიმართულებით გართულებები არ უნდა იყოს", - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.