logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა ევროსასამართლოს მოსამართლეობის კვალიფიციურ კანდიდატებად ცნეს
- +

6 სექტემბერი. 2017. 20:16



საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ევროსაბჭომ ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა ევროსასამართლოს მოსამართლეობის კვალიფიციურ კანდიდატებად ცნეს.


„საზოგადოებისა და მედიის ცოცხალი ინტერესიდან გამომდინარე, როგორც კომისიის თავმჯდომარეს, მაქვს ვალდებულება, გაცნობოთ, რომ დღეს საქართველოს სახელმწიფომ სტრასბურგიდან, ევროსაბჭოდან მიიღო წერილი, რომელშიც მრჩეველ-ექსპერტთა პანელი გვატყობინებს, რომ სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლის პოზიციაზე ჩვენ მიერ წარდგენილი ორი კანდიდატურა - ლალი ფაფიაშვილის და ოთარ სიჭინავა - ცნობილი იქნენ, ისევე როგორ რამდენიმე კვირის წინ ლადო ჭანტურია, მისაღებ, კვალიფიციურ კანდიდატებად. ამით შესარჩევი პროცედურის პირველი ეტაპი ჩვენ წარმატებით დავასრულეთ. ახლა დარჩენილია მეორე და მესამე ეტაპი. მეორე ეტაპი გახლავთ კანდიდატების გასაუბრება საპარლამენტთაშორისო ასამბლეის კომიტეტზე და ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ დეპუტატები ყველა წევრი ქვეყნებიდან კენჭს უყრიან ერთ-ერთ მათგანს, რომელიც საბოლოოდ უნდა იქნეს არჩეული სტრასბურგის მოსამართლედ. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მეორე და მესამე ეტაპიც ისეთივე წარმატებით ჩაივლის, როგორც ჩვენ დღეს ეს პირველი ეტაპი დავხურეთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner