logo_geo
eng_logo
ცოტნე ყავლაშვილი: სესხების ლარიზაცია 8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა
- +

6 სექტემბერი. 2017. 20:29


ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილმა ლარიზაციის მიმართულებით განხორციელებული სახელისუფლებო რეფორმები წარმატებულად შეაფასა. მისი განცხადებით, ეს საკითხი უმნიშვნელოვანესია მოსახლეობისთვის, რადგან ლარიზაცია მათ სავალუტო კურსის მერყეობაზე ნაკლებად დამოკიდებულს ხდის.  


„2017 წლის იანვრისთვის, როდესაც ჩვენ ლარიზაციის რეფორმას ვიწყებდით, საერთო სასესხო პორტფელში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 35 პროცენტს არ აღემატებოდა. 8 თვის შემდეგ, ეს მაჩვენებელი 8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 43 პროცენტი შეადგინა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა," - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

 

ცოტნე ყავლაშვილის შეფასებით, ლარიზაციის წარმატებული შედეგები გამოიწვია შემდეგმა გადაწყვეტილებებმა: სესხების გალარების პროგრამამ; ბიზნესისთვის მოგების გადასახადის რეფორმის ფარგლებში საინვესტიციო რესურსის დატოვებამ; სახაზინო სამსახურის მიერ განხორციელებულმა რეფორმამ ლიკვიდობის მიწოდებასთან დაკავშირებით და სხვ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner