NDI-ს გამოკითხვის თანახმად, ხვალ რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 15% ხმას „ქართულ ოცნებას" მისცემდა.
გამოკითხულთა 38%-მა არ იცის, ხმას ვის მისცემდა. „ნაციონალურ მოძრაობას" 13% დაუჭერდა მხარს, „თავისუფალ დემოკრატებს" გამოკითხულთა 6% მისცემდა ხმას საპარლამენტო არჩევნებში, ხოლო გამოკითხულთა 3% აპირებს, რომ მხარი დაუჭიროს „პატრიოტთა ალიანსს".
კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3 900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (CIDA) აფინანსებს და CRRC-საქართველო ატარებს.