logo_geo
eng_logo
NDI-ს გამოკითხვით, ხვალ რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 15% მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა
- +

13 აპრილი. 2016. 11:28



NDI-ს გამოკითხვის თანახმად, ხვალ რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 15% ხმას „ქართულ ოცნებას" მისცემდა.


გამოკითხულთა 38%-მა არ იცის, ხმას ვის მისცემდა. „ნაციონალურ მოძრაობას" 13% დაუჭერდა მხარს, „თავისუფალ დემოკრატებს" გამოკითხულთა 6% მისცემდა ხმას საპარლამენტო არჩევნებში, ხოლო გამოკითხულთა 3% აპირებს, რომ მხარი დაუჭიროს „პატრიოტთა ალიანსს".


კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3 900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.


NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (CIDA) აფინანსებს და CRRC-საქართველო ატარებს.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner