„წყეულიმც იყოს, ვინც ხელით შეეხოს" - ამ შინაარსის წარწერის შემდეგ, კახეთის მეფე კვირიკე III-ის საფლავზე კიდევ ერთი წარწერა აღმოჩნდა.
„გარდაიცვალა დედოფალი ელენე, ასული კვირიკე მესამისა".
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურიდან 5 კილომეტრში მდებარე ნათლისმცრმლის სახელობის ტაძარში აღმოჩენილი საფლავი, შესაძლოა, კვირიკე მეფისამის საგვარეულო აკლდამა იყოს, სადაც მეფესთან ერთად მისი ოჯახის წევრები - მეუღლე და ასულიც იყოს დაკრძალული.
გურჯაანის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა თამაზ მარკოზაშვილმა პირველ არხთან საუბარში აღნიშნა, რომ საფლავის ქვაზე კიდევ ბევრი წარწერაა, რომელიც შესწავლას საჭიროებს. მისივე თქმით, ნათლისმცემლის ტაძრის მარჯვენა ეკვდერში არსებული მეთორმეტე საუკუნის სამარხი, საუკუნის აღმოჩენაა, რადგან ბოლო რამდენიმე წელია, ქართველი მეფის საფლავი არ აღმოუჩენიათ.
მარკოზაშვილის თქმით, საფლავის გახსნის სურვილი დიდია, მაგრამ საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე ამ ეტაპზე მისი გახსნა არ იგეგმება. ნათლისმცემლის ეკლესიაზე სარეაბილიტაციო სამშაოები ორი წელია მიმდინარეობს. პარალელურად ჩატარდება არქეოლოგიური კვლევები.
რესტავრაციის შემდეგ, სავარაუდოდ, ტაძარი მოქმედი გახდება. ასევე იგეგმება ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.